Friday, March 22, 2013


მეც მიცხოვრია არკადიაში
(ინგებორგ ბახმანი)
გამომშვიდობების დროც დადგა.გვიანი შემოდგომა იყო. ბუჩქებიდან დამპალი კენკრა ცვიოდა.გაყინული და დამშეული ცხვრები გორაკს თავქვე მოუყვებოდნენ. ჰორიზონტს ორი უკანასკნელი მზის სხივი მაახლოვებდა– ვერცხლისფერი რელსები. მატარებელი კი წინ მიმაქროლებდა. საზღვარს ღამით მივაღწიე.ბარგი საბაჟოს მახლობლად ჩამომართვეს და როდესაც ფულის დახურდავება გადაწყვიტე, აღმოჩნდა, რომ აქ სულ სახვა ვალუტა ჰქონდათ. სამწუხაროდ ჩემს სამშობლოსა და სხვა ქვეყნებს არ დაეოთ ხელშეკრულება ფულის კურსის შესახებ, ასე შემრჩა ხელში უფასური ფული. 
მაგრამ მე ფარ–ხმალი როდი დავყარე– კეთილ ადამიანებს სად არ შეხვდები: პირველსავე ქუჩაზე დამეხმარნენ, როგორც შეეძლოთ და ერთ ფაბრიკაში მომაწყვეს.ამის შემდეგ იყო საგზაო–სამშენებლო ფირმა. ამასობაში გაზაფხულიც მოვიდა და პირველივე ქუჩას– უმშვენიერეს ქუჩას, უმძიმეს სატვირთო მანქანებს რომ დაატარებდა შეეძლო ზღვასთან მივეყვანე, მაგრამ ზღვა იყო შორს და მას ბევრი რამ მაშორებდა, უამრავი პატარა თუ დიდი ქალაქი, თვით მსოფლიო ქალაქიც კი. ჩემი  ქალაქის ჟამთაღმწერლები ამტკიცაბდნენ, ძველი ბაბილონის ნანგრევებზე დავაბიჯებთ, ჩვენი ქალაქი მისი დიდების შთამომავალიაო. თუმც მე პირადად ახლანდელ ბრწყინვალებასთან შედარებით მისი ძველი დიდება ჩირადაც არ მიმაჩნდა.
ამ ქალაქმა აღარსად  გამიშვა, რადგან ხმაურიანი წარმატება ჩემი მუდმივი თანამგზავრი გახდა ყველა საქმეში. ბირჟაზე თამაში, მანქანათმშენებლობა თუ პლანტაციების შემოსავლიანობის გაზრდა, ყველაფერი ერთნაირად ბრწყინვალედ  გამომდიოდა.გულახდილად რომ გითხრათ, მე თვითონაც მიკვირდა ჩემი თავის. ჩემი სახელი პირველად გაზეთებში რომ ამოვიკითხე, უბედნიერესმა სამუდამოდ აქ დარჩენა გადავწყვიტე. ახლა კი ხელს რაღა შემიშლიდა, როცა მომესურვებოდა მაშინ წავიდოდი ზღვაზე. თუმცა კი ამას ვერასდროს ვახერხებდი, მაგის დრო სადღა მქონდა. სხვებს რასაც ვპირდებოდი ხომ უნდა შემესრულებინა, თანაც ამაოდ როდი ვშრომობდი, საზღაურიც კარგი მქონდა. ამიტომაც ახალ–ახალი პასუხისმგებლობების ჯაჭვის გაწყვეტას ვერ ვახერხებდი. ართხელ უკვე მაღიარეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩემი შესაძლებლობები ისევ და ისევ უნდა დამემტკიცებინა.
ხანდახან დაქანცული მანქანით მივუყვებოდი ქუჩას, ქუჩას, რომელსაც ზღვამდე შეეძლო ჩემი მიყვანა. ვცდილობდი ჩემი დაღლილი გონება მეიძულებინა ზღვის სურათი დაეხატა, მაგრამ ჩემსა და ზღვას შორის უსასრულო ცა და შორეთი იდგა, რომლის უკან მოსატოვებლადაც ალბათ ღონე არ მეყოფოდა.გაბრუებას თავს როგორც კი დავაღწევდი, მაშინვე უკან ვბრუნდებოდი და თავს იმაზე ფიქრით ვიმშვიდებდი, რომ ეს მოგზაურობა იქნებოდა ჩემი მომავალი სიამოვნება, ახლა კი იგი არც თუ ისე სარფიანად მეჩვენებოდა– რა უნდა მოეტანა მას ისეთი, რაც უკვე არ მქონდა?!
ეს რამოდენიმე დღეა ჩემს ყურთასმენას საშველს არ აძლევს სალამურის ხმა, თანაც ახლა, როცა დრო საერთოდ არ მაქვს. სალამურის ხმა, ქარის მოტანილი მელოდია, დიდი სიშორით შესუსტებული ძახილი. მეტავ საიდან მოდის ეს ხმა? იმ შორეული გორაკებიდან ხომ არა, კრიალა, უმანკო შორეულ ცას რომ ემიჯნება,იქნებ ეს თეთრი ბატკნების ზარების ხმაა, ისინი ხომ ზანზალაკებით ბუჩქებს ედებიან, როცა ხეობისაკენ მოუყვებიან გზას. ნუთუ ვერცხლისფერ სხივთა ლიანდაგი ამგვარად ჟღერს?ეს ის ლიანდაგი არ არის ნაკადულის პირას ქოხებთან რომ მიდის და პირდაპირ მზის ბურთს უერთდება? მზეს კი დიდი, ჩაძირვის პირას მყოფი რკინიგზის სადგურის მსგავსად ყველანი შინ , ცაში მივყავართ.
და მაინც რაშია ჩემი წარმატების საიდუმლო? მე აუცილებლად შევძლებდი ზღვამდე მიღწევას, გზად ყველა ქუჩასა თუ წყაროზე ჩემს სახელს ამოვკაწრავდი, იმის იმედი რომ მქონდეს, რომ ოდესმე, თუნდაც სულ ბოლოს, შინ დაბრუნება მეღირსება. ჩემი სამშობლოს მწყემსები, გორაკები და ნაკადულები ჩემს მონაგარ ქონებას დაინახავენ და დააფასებენ. მაგრამ ვაი რომ ვალუტა ამ ქვეყანასა და ჩემს სამშობლოს შორის ისევ სხადასხვაა. ე.ი. შინ იმაზე მდიდარი ვერ დაბრუნდები, ვიდრე წამოხვედი, უფრო ხნიერი და დაღლილი კი რასაკვირველია. თანაც ალბათ ჩემი გული აწი მცირედს აღარ იკმარებს...
ოჰ, ამის არგაგონება კი უკვე აღარ შეიძლება! ეს ხმა ხომ ასე საშინლად ახლოდან მოდის და თანაც ასე ძლიერად. ქარის ძახილი? მელოდია? არა, არა, ქარი კი არა ეს ჩემი გულია. გული კი სადღაა?– ჩემზე მაღლა ცემს. ის შემოდგომის გორები აკანკალებულ მკერდზე მაწევს,  უმანკო, კრიალა ცა კი ჩემში ჩასახლდა. ოჰ, ის ცა მომიღებს ბოლოს. შეიძლება ეს ჩემივე ეჯვნის ხმაა, ქედიდან რომ ვერ ვიშორებ, მონატრებულ ბუჩქებს ვედები და ბოლო წლის მწიფე ნაყოფს ვიწევ. არა, არა, ეს საღამოს მზით ალაპლაპებული რკინიგზის რელსები მეძახის, რელსებს ხომ ნაკადულის პირას ქოხებთან მივყავარ, იქედან კი პირდაპირ გავარვარებული მზის ბურთთან. მზეს ხომ დიდი ჩაძირვის პირას მყოფი რკინიგზის სადგურის მსგავსად, ყველა მგზავრი შინ– ცაში მიჰყავს.